პირველ სართულზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს მინდა თხოვნით მივმართო, რომ საახალწლოდ, თუ არის ამის შესაძლებლობა გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ბიზნესსექტორი აქტიურად აპირებს ჩართვას სხვადასხვა ლოკაციებზე წინასაახალწლო სამზადისში.