თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რადგან საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, მშობლებს შეუძლიათ კონკრეტულ ბაღებში მივიდნენ და მათი შვილისთვის განკუთვნილი ორი კვირის რაციონის საკვები პროდუქტები სახლში წაიღონ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე განმარტავს, რომ შემუშავებულია კონკრეტული განრიგი იმისთვის, რომ საკვების გატანის დროს საბავშვო ბაღებში რიგები არ იყოს. მისივე თქმით, ანალოგიური პროექტი მერიამ მარტში წარმატებით განახორციელა.