თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებების საპასუხოდ განუცხადა, რომ იგი საინტერესო აღარ არის. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა თავისი მოწოდებებიდან გამომდინარე.