თბილისის მერი პარლამენტთან შვილმკვდარი მამების აქციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით თბილისის მერიის წინააღმდეგ ვრცელდება ტყუილი, თითქოს ნაძვის ხის გამო, სარალიძეს პროტესტის გამოხატვაში ხელს უშლიან. მისივე თქმით, სარალიძეს სურდა აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელება და მერია ვალდებული იყო პასუხი გაეცა დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ და ინფორმაცია მიეწოდებინა.