თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკოსებსა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მან ბოლოდროინდელი ძალადობრივი ფაქტები დაგმო და აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, არჩევნების მოახლოების პარალელურად დუღილი მატულობს, მოხდა ქარტული ოცნების ოფისში შეჭრაც, სიტყვიერი და ფიზიური დაპირისპირებებიც - რაც მმართველი გუნდისთვის სრულად მიუღებელია.