თბილისის მერის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „სითი პარკის“ ფუნქციები შეასრულოს, ყველანაირი რესურსი არსებობს. ამასთან, როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სითი პარკში“ მომუშავე კვალიფიციურ კადრებსაც თბილისის მერია გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ კომპანია „სითი პარკს“ დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა, მის ფუნქციას 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.