ყოფილი მერი გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ აღნიშნულის შესახებ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე საუბრისას განაცხადა და გიგი უგულავას დროს გაცემული ნებართვები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.