“ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე მიხაილო პოდოლიაკის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს მმართველ გუნდზე გავლენები აქვს.კალაძის თქმით, პოდოლიაკის ეს განცხადება სამარცხვინოა. კალაძემ მედიას პოდოლიაკის წარსულის გამორკვევისა და გაანალიზებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მის შესახებ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი, რაც მის პიროვნებას ნათელს მოჰფენს.