"ჩვენთვის თითოეული ცენტის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, თუმცა პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს" - ამის შესახებ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია