დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სააგიტაციო მასალის დატოვების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარი იქნება.