"ის, რომ პარტიაში მიმდინარეობს გაჯანსაღების პროცესი, ეს სამთავრობო ცვლილებებზე არ მიუთითებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ პარტიაში ახალი სახეები იქნებიან. მისივე თქმით, გაჯანსაღების პროცესი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით "ქართული ოცნება" არასდროს შეჩერებულა.