შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კომენტარი მთავრობის წევრებმა გააკეთეს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ნულამდე უნდა დავიდეს მშენებლობებზე მომხდარი უბედური შემთხვევები. როგორც მან აღნიშნა, იმ რეგულაციების შემდეგ, რაც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიიღეს და გაამკაცრეს, სტატისტიკის მიხედვით, უბედური შემთხვევების რიცხვი შემცირებულია. ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიაღწიეს იმ შედეგს, რისი მიღწევაც უნდათ. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი დეველოპერული კომპანია, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ყურადღებას არ აქცევს. მისივე განცხადებით, დეველოპერულმა კომპანიებმა უნდა მოამზადონ ყველა ის სტანდარტი, რაც მშენებლობებზე მომუშავეთა უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.