"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით მიუხედავად, გვარამიას ასიძულვილის ენისა, მუქარისა და ბოროტებისა, მისი პატიმრობა არ ახარებს. თუმცა დედაქალაქის მერის თქმით კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მედიაში მუშაობის სტატუსი სამართლებრივ მოქმედებებს ვერ შეაჩერებს.