დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, თუმცა დედაქალაქის იერსახის დამახინჯება კანონდარღვევაა და იგი დასჯადი ქმედებაა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქალაქის იერსახის დამახინჯების ნებისმიერ ფაქტზე, თბილისის მერიას შესაბამისი რეაგირება ექნება.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, მერიის უწყებისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო.
თბილისის მერის თქმით, მოახლოებულ არჩევნებთან ერთად, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა.