კახა კალაძე "ნაცმოძრაობის" წევრებს მოუწოდებს, დიღმის ტყე-პარკში არსებული ფართები, რომელსაც ფლობენ, სახელმწიფოს საჩუქრად გადასცენ - Palitra News

კახა კალაძე "ნაცმოძრაობის" წევრებს მოუწოდებს, დიღმის ტყე-პარკში არსებული ფართები, რომელსაც ფლობენ, სახელმწიფოს საჩუქრად გადასცენ

2020-10-06 14:11:49+04:00

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დიღმის ტყე-პარკში მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას მუნიციპალიტეტს გადასცემენ, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ კითხვას, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა წინასაარჩევნო მოსყიდვა ხომ არ არის.

კალაძის თქმით, თუ ოპოზიცია მათ კუთვნილებაში არსებულ ფართებს დათმობს მერია პროექტის განხორციელებას საკუთარ თავზე აიღებს.