დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაციონალურ მოძრაობას მწვავე ბრალდებებს უყენებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანოს ქვეყანა, მოაწყოს გადატრიალება და ხალხი დააპირისპიროს ერთმანეთს, რაც არავის გამოუვა. ჟურნალისტების კითხვაზე, სიტუაცია ჩიხში ხომ არ არის შესული, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული, რაც საზოგადოების მოთხოვნაა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.