"მინდა, მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მივმართო - მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი გადაცდომის მიმართ სიმკაცრეს გამოიჩენენ. კახა კალაძემ გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ კორუფციის შემთხვევების შემჩნევის შემთხვევაში, "არანაირი უკან დახევა არ იქნება".