თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიში წარადგინა.
მერმა იმედი გამოთქვამა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, რეფორმებზე. მისი თქმით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ისტორიულ ზონებში მდებარე სახლის რეაბილიტაციას ითხოვს, დაკმაყოფილდება.
მისივე თქმით, თბილისის ისტორიული არეალები არის ის განძი, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო და რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა და აღდგენა, რათა ის ასევე გადავცეთ შემდეგ თაობებს.