თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებები შეაფასა და გაწეული საქმიანობისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ წარმატებები უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ის შეძლებს საზოგადოების პოლარიზაციას წერტილი დაუსვას.