დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით თბილისში, დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ადგილას მოხდება ქუჩები, რომელზეც აღნიშნული რეგულაციები დაწესდება შემდეგია: ქეთევან დედოფლის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, აკაკი წერეთლის გამზირი, დავით გურამიშვილის გამზირი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა ჩაჩავას, პეტრე ქავთარაძის, აწყურისა და ჯავახეთის ქუჩები.