"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რომ 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია. მისი თქმით ოპოზიციას 1%-იანი ბარიერის არსებობის პირობებში შესაძლებლობა ექნება, მათი წარმომადგენლები პარლამენტში შეიყვანონ. ამასთან, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ მათ მიერ შეთავაზებული სისტემის 110/40-ის შეცვლაზე საუბარი მოცემულ მომენტში რთულია.