გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებლ კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს. ისინი სხვადასხვა სასტუმროებში არიან გადაყვანილი. დაზარალებული მოქალაქეები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოინახულა და ვითარებას გაეცნო. კალაძის თქმით, ისინი თავიანთ საცხოვრებელ კორპუსში დაბრუნდებიან მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პასუხები იქნება.