დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვას გამოეხმაურა და განაცხადა,რომ მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია.
თბილსის მერმა ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კომპანიასა და გაფიცულ მაღაროელებს შორის მოლაპარაკებების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.