დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისთვის თანაქალაქელების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთან, კალაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 26 მარტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა. კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია დაუდგინდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ კლინიკა 4 აპრილს დატოვა.