დედაქალაქის მერის განცხადებით, რამდენიმე თვე დასჭირდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების გეგმის ჩამოყალიბებას.კახა კალაძის თქმით, ლისის ტბა თავისი რეკრეარაციით არის უმნიშვნელოვანესი ქალაქისთვის. კითხვაზე, როდის იქნება მზად განვითარების ჩარჩო-გეგმა, რომელსაც მომავალში ქალაქმშენებლობითი პროცესები დაეფუძნება, დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ყველა იმ ადგილზე, სადაც ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობდა, განაშენიანების გეგმების შემუშავებამდე მშენებლობების შეჩერებას გეგმავს. როგორც მერიაში აცხადებენ, პირველი პრეცენდენტი ლისის ტბის ტერიტორიის გეგმის შემუშავება იქნება.