დედაქალაქის მერის, კახი კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკას ხვალ დატოვებს. როგორც „პალიტრანიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდი სახლიდან გააგრძელებს მკურნალობას. თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა.