ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ამასთან, კალაძის თქმით, ოპოზიციამ დღეს არსებულ სიტუაციაში გონივრულად უნდა იმოქმედოს.