დედაქალაქის მერი მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც 135 მაღალი გამავლობის ჯიპის შესყიდვას გულისხმობს, კომენტარს აკეთებს. დედაქალაქის მერ ჯიპების შესყიდვის აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა, კალაძე ამბობს, რომ ზოგადად, რამდენად აუცილებელია ჯიპების შესყიდვა, ამაზე ინფორმაციას არ ფლობს. მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს, რომელიც შავი არ უნდა იყოს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც bpn.ge წერს, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 045 000 ლარია.