მიკროავტობუსები და ავტობუსები გადაინაწილებენ ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებენ, არასწორია.
მისივე თქმით, მერიას გარეუბნებად და ცენტრალურ უბნებად ქალაქი არასოდეს დაუყვია და ყველგან თანაბრად ხდება მუნიციპალური სერვისების მიწოდება.