თბილისის მერი, კახა კალაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომელთა მიწის ნაკვეთებსაც, გენგეგმის მიღების შემდეგ სტატუსი შეეცვალა.
კალაძის თქმით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დედაქალაქის მერიას განცხადებით და შესაბამისი სამსახურები აღნიშნულ საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კალაძის ტქმით მერია მაქსიმალურად ითვალისწინებს მესაკუთრის ინტერესებს ისე, რომ ქალაქის ინტერესები და ურბანული განვითარების ქსოვილი არ დაირღვას. მისი თქმით გენგემის მიღება მნიშვნელოვანია თუმცა კერძო მესაკუთრეების ინტერესები არ დაირღვევა