როგორც კი შესუსტდება მუშაობა და კომპანიას არ ეყოლება საკმარისი ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ მასთან ხელშეკრულება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გლდანში - ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა.
კალაძემ მათ მოუწოდა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მაქსიმალური ზედამხედველობა გასწიონ. მისი შეფასებით, "უპასუხისმგებლო კომპანიების გამო ბრალდებები დედაქალაქის მერზე და მერიაზე გადმოდის".