კახა კალაძე გლდანის ახლად გახსნილ პარკში ვანდალიზმის ფაქტებზე - ამას არ შევეგუებით და თავს არ დავუხრით - Palitra News

კახა კალაძე გლდანის ახლად გახსნილ პარკში ვანდალიზმის ფაქტებზე - ამას არ შევეგუებით და თავს არ დავუხრით

2019-09-04 14:15:01+04:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძის განცხადებით დაახლოებით ერთი თვის წინ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საზეიმოდ გახსნილი 3 ჰექტარზე, სხვადასხვა ზონებად დაყოფილი და გამწვანებული პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა და უსაფრთხოების სამსახურს ზომების მაქსიმალურად გამკაცრება, ამასთან კამერებისა და დამატებითი თანამშრომლების გამოყოფა დაავალა, რომლებიც დროებით პატრულირებას განახორციელებენ.