"რამდენიმე დღის წინ ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოვიდა მიამიტი სახით და მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდიდა საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო თუ რა ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები აქვს დაშვებული" - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის სპეცნებართვა სწორედ გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა, რაც არის დანაშაული თბილისის და თბილისელებისთვის