კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს „თბილსერვისისთვის“ ბოდიშის მოხდას სთხოვს. კალაძე პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, პარლამენტის შენობის წინ, სცენის კონსტრუქცია, ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და ჯებირები მოიპარეს. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხისმგებლოსა და უტიფარს უწოდებს. დედაქალაქის მერი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, პარლამენტის შენობიდან სცენის კონსტრუქციის გატანა მოხდა.