თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და გადატანა მხოლოდ მესაკუთრეთა თანხმობით უნდა მოხდეს. მისივე თქმით, გაიმართება შეხვედრა მოვაჭრეებთან და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდგომ მიიღება. „იმ სიმახინჯეების მაგივრად, რაც დღეს არსებობს, შეიქმნას და აშენდეს ახალი თანამედროვე, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც ამ ადამიანებს შეეძლებათ იმ საქონლის გაყიდვა, რითაც დღეს ვაჭრობენ, არა ისე, როგორც დღესაა წარმოდგენლი“ - აღნიშნა ქალაქის მერმა.