თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების დროს ყველაზე მთავარი იყო ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მან პოლიტიკოსებს ურჩია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. კალაძემ შსს-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და საქმის დროულ გამოძიებაზე ისაუბრა. თბილისის მერის თქმიტ ის დარწმუნებულია რომ საქმის გამოძიება ბოლოდე მივა. მან აბსურდი უწოდა ოპონენტების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების უკან შესაძლოა, მმართველი გუნდი იდგეს.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. საბოლოოდ, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.