დარწმუნებული ვარ, დადგინდება, ვის მიერ იყო დივერსიული აქტი დაგეგმილი. მინდა მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურს ამ ძალიან მძიმე დივერსიული აქტის აღკვეთისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.