ძალიან გულდასაწყვეტია ის ცინიკური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, რომელიც "სითი ინსტიტუტის" ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მერიის თანამშრომლების მიმართ დაფიქსირდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძე "სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არაერთხელ შედგა.