თბილისის მერი ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბიზნესის როლი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესს ხელი შეეწყოს და რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს. შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა სურვილი გამოთქვეს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს ასოციაციასა და მერიას შორის