„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია. როგორც კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მისი აზრით, არის ტრანსპორტი და მშენებლობები. მერობის კანდიდატი ასევე აღნიშნავს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ავტობუსების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდეს.