მე არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ყველას, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.“მე არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ყველას, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო მეგობრებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც მე ვაფასებ, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, შესაბამის სამსახურებთან ერთად. ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს კლუბურ მუსიკას, ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, ძმები, დები, თანამოქალაქეები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან არიან გამოსული და მართავენ აქციას, გვერდით დაგვიდგება თითოეული მათგანი და ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ ნარკოტრეფიკი“, – განაცხადა კალაძემ.