ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია აქციების გამართვისას კანონს გასცდება, სახელმწიფოც კანონის შესაბამისად იმოქმედებს. აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე კითხვას უპასუხა. ოპოზიციამ აქციები გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ დაანონსა. როგორც ოპოზიონერებმა განაცხადეს გაგრძელდება საჯარო უწყებების პიკეტირებაც.