კახა კალაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ერთ-ერთი ლეკვის მკვდარ ძაღლებში ჩასმის ფაქტს გამოეხმაურა. მან ცხოველთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიმართა, რომ შანტაჟის ენით მათ ელაპარაკონ, ვისთანაც ასეთი საუბარი გასდიოდათ. კალაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დისკრედიტაციას ემსახურება. თბილისის მერი იმედოვნებს, რომ დამნაშავე უმოკლეს ხანებში გამოვლინდება და დაისჯება.