ვაშლიჯვარში 33-ე ბაგა-ბაღში მშენებლობის პროცესის დაწყების შემთხვევაში, ბავშვები შესაძლოა, სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც აღნიშნული ბაღი დაათვალიერა. ვაშლიჯვარში 33-ე ბაგა-ბაღი გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა, თუმცა ბაღში უკვე ბზარები არსებობს. კახა კალაძემ მის მოადგილეს დაავალა, ბაღში სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „გიკოს“ წარმომადგენლები დაიბაროს და შესაბამისი პასუხი მოსთხოვოს.