დედაქალაქის მერი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ყველას მერია და არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. კახა კალაძის განცხადებითვე, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად ემსახუროს ქალაქს და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.
მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მოსახლეობას გამგეობების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა გამგეობას ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლები აქვს, თუმცა, „გზების ნაწილში არის გარკვეული ჩამორჩენები.