პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნებმა, საერთო ჯამში, მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც ვერ დაიდო.
"იყო მცირე დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, გამჭვირვალედ, მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები", - განაცხადა კალაძემ