"ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ერთი წელი გავიდა და "ვარკეთილის" ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად",- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საკუთარ მოადგილეს მიმართა, ეს პრობლემა მალე გადაიჭრას.კახა კალაძემ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ტენდერი ცხადდება მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე.დედაქალაქის მერმა სტატისტიკაც მიმოიხილა თუ რამდენად ხშირად გამოდიოდა წლების განმავლობაში მეტროს ვაგონები მწყობრიდან.