თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. კალაძის თქმით ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავდნენ, რაც რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამასთან, თბილისის მერმა მადლობა მედიის წარმომადგენლებსაც გადაუხადა მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის.