თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი განიხილება. ამასთან მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია რომ მაკო გომურს მან დაუფინანსა მკურნალობა და აღნიშნა რომ დაშავებულების მკურნალობის თანხას ფონდი „ქართუ“ გადაიხდის. ცნობისთვის, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი და 33 ჟურნალისტი.