"ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიატი კახა კალაძე აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას შეხვდა და თბილისის განვითარების ხედვა გააცნო. მერობის კანდიდატმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან თბილისის განვითარების ხედვაზე, დაგეგმილ მიმართულებებზე და პროექტებზე ისაუბრა.